კლასტერული აკრედიტაციის პროცესში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის შეთავაზებული მხარდამჭერი ღონისძიებები

30 ნოემბერი 2022

კლასტერული აკრედიტაციის პროცედურების განხორციელების ფარგლებში, აკრედიტაციის დებულების განახლებული რეგულაციების შესაბამისად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესეულებებს აქვთ შესაძლებლობა, სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენამდე არანაკლებ 1 (ერთი) თვით ადრე, მიმართოს ცენტრს აკრედიტაციის პროცესისთვის მოსამზადებელი შეხვედრის განხორციელების თხოვნით. მოსამზადებელი შეხვედრა მიზანად ისახავს  სამუშაო ფორმატში  თვითშეფასების პროცესის, სააკრედიტაციო ვიზიტის დაგეგმვის,  განხორციელების, აგრეთვე აკრედიტაციის სტანდარტებისა და პროცედურების თაობაზე ინფორმაციის გაზიარებას. აღნიშნული შესაძლებლობის გაჩენიდან დღემდე ექვსმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ ისარგებლა ამ მომსახურებით.

 

ცენტრი მზადაა უფრო აქტიურად გააგრძელოს მოსამზადებელი შეხვედრების ორგანიზება, დაწესებულების მიერ სათანადო შუამდგომლობის წარდგენის საფუძველზე. უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ შესაძლებელია გამოაგზავნოს წერილი ცენტრის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - info@eqe.ge, ან ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის -Eflow-ს მეშვეობით.