უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაციის მიმდინარეობის შესახებ

24 ნოემბერი 2022

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი სამუშაოს შედეგად, გარე ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის უწყვეტ განვითარებისა და სრულყოფის მიზნით, 2022 წლიდან საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში მიმდინარეობს კლასტერული აკრედიტაციის სისტემის იმპლემენტაცია. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაციის სისტემის დანერგვა განაპირობა აკრედიტაციის პროცესში გამოვლენილი გასაუმჯობესებელი მხარეებისა და პროგრამული აკრედიტაციის შესახებ საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზმა.

განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2022 წელს მიმდინარეობს ჰუმანიტარული მეცნიერებების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაციის პროცესი, რომლის ფარგლებშიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაძლებლობა აქვთ, ჰუმანიტარული სფეროს პროგრამები სააკრედიტაციო ცენტრში წარმოადგინონ კლასტერში დაჯგუფებული სახით.

ჰუმანიტარული სფეროს საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერების შეფასების პროცესში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ექსპერტები და სტუდენტები და დამსაქმებლებიამ ეტაპისთვის საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერების ნაწილის შეფასების პროცესში მონაწილეობა მიიღეს გამოცდილმა საერთაშორისო ექსპერტებმა:

 

კლაუდია ტერეზა მარსიკო - ბუენოს აირესის უნივერსიტეტის (არგენტინა) ფილოსოფიის და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი, სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევების ეროვნული საბჭოს უფროსი მკვლევარი;

პიტერ ჰენდრიკუს ანტონიუს იგნატიუს იონკერსი - ფილოსოფიის პროფესორი ტილბურგის უნივერსიტეტში (კათოლიკური თეოლოგიის სკოლა, 2020 წლამდე, გერმანია). 2010 წლიდან საღვთისმეტყველო სასწავლო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფისა და აკრედიტაციის სააგენტოს (AKAST, გერმანია) მრჩეველთა საბჭოს წევრი;

სტეფან ლოვიკ ლექტორი ლე ჰავრის ტექნოლოგიის უნივერსიტეტში (საფრანგეთი). საფრანგეთის საუნივერსიტეტო ტექნოლოგიური ინსტიტუტების დირექტორთა ასოციაციის (ADIUT) ენერალური მდივანი. უმაღლესი განათლების ხარისხის შეფასების ცენტრის (SKVC) ექსპერტი, ლიეტუვის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტო;

იაკუბ ბასისტა - იაგელონის უნივერსიტეტის (ისტორიის ინსტიტუტი, პოლონეთი) პროფესორი, ლატვიის უმაღლესი განათლების ხარისხის სააგენტოს შეფასების (AIKA) კომიტეტის წევრი, ისტორიის დარგის მიმართულებით;

გეორგ ქრისტიან შუპენერი - პროფესორი იან ევანგელისტა პურკინეს უნივერსიტეტში (ჩეხეთი). გერმანული ენისა და ლიტერატურის/გერმანული ენის ისტორიის დოქტორი (ლაიფციგის უნივერსიტეტი, გერმანია, 1995), ისტორიის დოქტორი (ჰამბურგის უნივერსიტეტი, 1999, გერმანია). სადოქტორო პროგრამების საერთაშორისო შეფასების პროგრამის მთავარი მკვლევარი. 

ამასთან, აკრედიტაციის პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, ცენტრის მიერ მუდმივად ხორციელდება აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის განვითარება, განახლება და შესაბამისი დარგის ექსპერტების მოძიება.