შპს ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებლის პროფესიული სტუდენტების საყურადღებოდ!

16 ნოემბერი 2022

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2022 წლის 15 ნოემბრის N 1459091 გადაწყვეტილებით, შპს ბათუმის დამოუკიდებელ სასწავლებელს   გაუუქმდა ავტორიზაცია. გადაწყვეტილება ძალაში შევიდა ცენტრის ვებგვერდზე (https://eqe.ge/ka/decisions/12339/show) გამოქვეყნებისთანავე - მიმდინარე წლის 15 ნოემბრიდან. აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიულ სტუდენტებს 2022 წლის  15 ნოემბრიდან 5 წლის ვადით შეუჩერდებათ პროფესიული სტუდენტის სტატუსი და ამ პერიოდში უფლებამოსილნი არიან, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ისარგებლონ მობილობის უფლებით და გადავიდნენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში.