ბაღების პირველადი რეგისტრაცია მიმდინარეობს

10 ნოემბერი 2022

"ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან დაიწყო ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებების პირველადი რეგისტრაცია რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში, რომელიც 2022 წლის 31 დეკემბერს დასრულდება. 


რეგისტრაციის გავლა სავალდებულოა როგორც საჯარო, ისე კერძო დაწესებულებებისთვის, რომლებიც 2022 წლის 1 ივლისამდე ახორციელებდნენ საქმიანობას აღნიშნული მიმართულებით.


დეტალური ინსტრუქცია რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით იხილეთ ბმულზე: https://eqe.ge/ka/posts/3793/baghebis-pirveladi-registracia-mimdinareobs?fbclid=IwAR3zWHxYou0sugKIK_mFByTf9LNFaPkSjqM1oqgwpakGom6R2uQmi23iOAA