FAQ

სემინარი - ცენტრის თანამშრომლებისთვის

18 ოქტომბერი 2022

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის  თანამშრომლებისთვის, ევროკავშირის პროექტის საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) პროექტის მხარდაჭერით, ორდღიანი გასვლითი სემინარი გაიმართა, რომელსაც უძღვებოდა მარკ ვან დენ მუიზენბერგი - პოლიტიკის დაგეგმვის უფროსი ექსპერტი. 


სემინარზე განხილულ იქნა, ცენტრის 2021-2025 წლების 2023 წლის სამოქმედო გეგმის პროექტი, ცენტრის აქტივობები და შესაბამისი ინდიკატორები, მათ შორის შესაბამისი აქტივობების ბიუჯეტისა და რისკების განსაზღვრის მეთოდოლოგია.


სემინარის დასრულებისას, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლების მიერ დაიგეგმა ცენტრის სტრატეგიის 2023 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავების შემდგომი ნაბიჯები.

სემინარი - ცენტრის თანამშრომლებისთვის