FAQ

სსიპ- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით "აკრედიტაციის ექსპერტის სახელმძღვანელოს" განახლების პროცესი დაიწყო.

30 სექტემბერი 2022

2022 წელს კანონმდებლობაში შესული ცვლილებების შესაბამისად სსიპ -განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული კლასტერული აკრედიტაციის სისტემის იმპლემენტაციის ფარგლებში, მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა შეფასების პროცესის მხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვას და პროცესის ამსახველი დამხმარე სახელმძღვანელოების შექმნას, ან განახლებას.

 

ამ მიზნით, ცენტრის მიერ დაიგეგმა "აკრედიტაციის ექსპერტის სახელმძღვანელოს"  განახლება, რომელიც მომზადებულია 2019 წელს ცენტრის მიერ განხორციელებული პროგრამის „ვისწავლოთ საქართველოში“ შემავალი
ქვეპროგრამის „უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარებისა და ინტერნაციონალიზაციის“ ფარგლებში (ავტორები: ირინე დარჩია და ქეთევან ინანაშვილი).

 

დოკუმენტის გადამუშავების ფარგლებში, ცენტრისთვის საინტერესოა არსებული პრაქტიკებისა და ექსპერტთა საჭიროებების გათვალისწინება. შესაბამისად, სახელმძღვანელოს განახლების პროცესი დაიყო სამ ეტაპად:

 

პირველ ეტაპზე სახელმძღვანელოს ავტორები შეხვდნენ სსიპ- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს, რომლის საფუძველზეც მოხდა დოკუმენტის განახლებისათვის საჭირო საკითხების იდენტიფიცირება.

 

მეორე ეტაპზე შეხვედრა გაიმართა ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლებთან, სადაც სიღრმისეულად განიხილეს პრობლემური საკითხები, რომლებიც საჭიროა სახელმძღვანელოში გამოკვეთილად აისახოს.

 

მესამე ეტაპზე განხორციელდა სახელმძღვანელოს ავტორებისა და ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლების შეხვედრა აკრედიტაციის ექსპერტებთან, რომელიც წარიმართა
ფოკუს-ჯგუფის განხილვის ფორმატში.

 

შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში. დასასრულს, სახელმძღვანელოს ავტორებმა აღნიშნეს, რომ შეფასების პროცესში ჩართული სხვადასხვა მხარის მიერ მიღებული უკუკავშირები გაანალიზდება და გამოკვეთილად აისახება განახლებულ სახელმძღვანელოში.

სსიპ- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით "აკრედიტაციის ექსპერტის სახელმძღვანელოს" განახლების პროცესი დაიწყო.