FAQ

დაინტერესებული მხარეების საყურადღებოდ!

11 აგვისტო 2022

  პრემიერ-მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა  "პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების წესი და პირობები".


საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში, რომელიც , 9 აგვისტოს შევიდა  ძალაში, დეტალურად არის გაწერილი დაწესებულებისა და პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების უფლებამოსილების მქონე სუბიექტების პასუხისმგებლობები, როგორ ხდება პროგრამის შემუშავება და განხორციელება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით, პრინციპი, თუ როგორ უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება პროფესიულ სტუდენტსა და სასწავლო საწარმოს შორის, საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესი და სხვა საკითხები. ამავე დროს, გარდამავალი დებულებების მიხედვით: "1. პროფესიული უნარების სააგენტომ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ დადგენილების ამოქმედებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყონ ამ წესით გათვალისწინებული რეგულაციების შემუშავება და მიღება/გამოცემა. 2. პროფესიული უნარების სააგენტომ ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან ერთი წლის ვადაში უზრუნველყოს ამ წესის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული სისტემის შექმნის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. ელექტრონული სისტემის შექმნამდე შესაბამისი საქმისწარმოება განხორციელდეს მატერიალური ფორმით. 3. პროგრამების სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განმახორციელებელმა სუბიექტებმა პროფესიული სტუდენტის შუალედური შეფასების წესისა და პირობების დადგენა უზრუნველყონ ამ წესის ამოქმედებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში. 4. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებაზე უფლებამოსილმა სუბიექტებმა ამ წესის შესაბამისად საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზება უზრუნველყონ – დუალური სწავლების შემთხვევაში – საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების ზოგადი წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის მომენტიდან, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში – 2023 წლის პირველი იანვრიდან. 5. ამ დადგენილების ამოქმედებამდე დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის საფუძველზე შემუშავებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებისათვის დუალურ სწავლებად ჩაითვალოს პროგრამის განხორციელება, თუ პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტით პროგრამის განხორციელების ალტერნატიული შესაძლებლობა არ არის გათვალისწინებული. 6. ამ დადგენილების ამოქმედებამდე დაწესებულებასა და სასწავლო საწარმოს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები არ საჭიროებს ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტთან შესაბამისობაში მოყვანას". 


 დეტალური ინფორმაციისთვის, იხილეთ პრემიერ-მინისტრის ბრძანება.