პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალ სტანდარტებთან და პროცედურებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

11 აგვისტო 2022

10 აგვისტოს, გაეროს განვითარების პროგრამასა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული სტანდარტული შეთანხმების წერილის საფუძველზე, მიმდინარე პროექტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვა და მასში ევროპული ხარისხის ინდიკატორების ინტეგრირება.

 

შეხვედრის მონაწილეებს მიესალმნენ და ავტორიზაციის ახალი სტანდარტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ კახაბერ ერაძემ და გაეროს განვითარების პროექტის მენეჯერმა ელენე ცხაკაიამ.

 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა, შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინეს თემატური პრეზენტაციები, რომლებიც შეეხებოდა, გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროფესიული განათლებისა და მომზადების ( VET) სისტემის მოდერნიზაცია (VET ფაზა 2)“ შედეგებს, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებაში დაგეგმილ ცვლილებებს და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანერგვის პროცესში არსებულ გამოწვევებსა და რეკომენდაციებს.

 

ასევე, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა, შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტებით განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოებების პრაქტიკული შედეგები.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ , განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, გაეროს განვითარების პროგრამის, ექსპერტთა კორპუსის და კერძო და საჯარო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები .

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალ სტანდარტებთან და პროცედურებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა