2014 წლის 29 ოქტომბერს, 12 საათზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (მის: ქ.თბილისი, მ. ალექსიძის ქ. №1) გაიმართება შეხვედრა, რომელზეც ა(ა)იპ-საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) განსახილველად წარმოადგენს ინიციატივას ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში ქვედარგის/სპეციალიზაციის სვეტში აკადემიური კვალიფიკაციის - „მართვის ორგანიზაციული ფსიქოლოგიის“ დამატების თაობაზე.
დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც გსურთ განხილვაში მონაწილეობის მიღება, გთხოვთ მომართოთ ცენტრს არაუგვიანეს 28 ოქტომბრისა შემდეგ ტელეფონებზე: 2200220 (3509); 577278843 ან მოგვწეროთ ელფოსტაზე - info@eqe.ge.