FAQ

ბაღების პირველადი რეგისტრაცია მიმდინარეობს

11 აგვისტო 2022

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან დაიწყო ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებების პირველადი რეგისტრაცია რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში, რომელიც 2022 წლის 31 დეკემბერს დასრულდება.

 

რეგისტრაციის გავლა სავალდებულოა როგორც საჯარო, ისე კერძო დაწესებულებებისთვის, რომლებიც 2022 წლის 1 ივლისამდე ახორციელებდნენ საქმიანობას აღნიშნული მიმართულებით.

 

 

დეტალური ინსტრუქცია რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით იხილეთ ბმულზე:

https://eqe.ge/.../baghebis-pirveladi-registracia...