FAQ

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ავტორიზაციის ახალი სტანდარტების საჯარო განხილვები გაიმართა

4 აგვისტო 2022

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, საჯარო სკოლებისა და რესურსცენტრების წარმომადგენლებისთვის მორიგი შეხვედრები გორში, თელავში, ახალციხეში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში გაიმართა. 


შეხვედრების ფარგლებში, ცენტრის ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლებმა მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სტანდარტების შესაბამისობასთან დაკავშირებული ცალკეული გამოწვევების, დაგეგმილი ცვლილებებისა და სტანდარტების შინაარსის შესახებ.


შეხვედრის მონაწილეებს ასევე წარედგინათ განახლებული სტანდარტებისა და პროცედურების პროექტი, რომელიც სკოლების მხარდაჭერაზეა ორიენტირებული და სრულად ითვალისწინებს მოსწავლის ინტერესებსა და საჭიროებებს.


საჯარო განხილვებში, ასევე მონაწილეობა მიიღეს, კერძო და მათ შორის, საერთაშორისო პროგრამების განმახორციელებელი სკოლების, თბილისისა და რუსთავის საჯარო სკოლებისა და რესურსცენტრების წარმომადგენლებმა.


აღსანიშნავია, რომ საჯარო განხილვებს წინ უძღოდა ორწლიანი ინტენსიური სამუშაო პროცესი, რომელიც ექსპერტთა ჩართულობით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი თანამშრომლობით  განხორციელდა.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ავტორიზაციის ახალი სტანდარტების  საჯარო განხილვები გაიმართა