FAQ

შპს საზოგადოებრივი კოლეჯი „გეორგიას“ პროფესიული სტუდენტების საყურადღებოდ!

29 ივლისი 2022

შპს საზოგადოებრივ კოლეჯ „გეორგიას“ (ს/კ 204859634) 2022 წლის 28 ივლისს გაუვიდა ავტორიზაციის ვადა. აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიულ სტუდენტებს 2022 წლის  28 ივლისიდან  5 წლის ვადით შეუჩერდათ პროფესიული სტუდენტის სტატუსი და ამ პერიოდში უფლებამოსილნი არიან, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ისარგებლონ მობილობის უფლებით და გადავიდნენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.