22 ოქტომბერს, 12 საათზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (მის: ქ.თბილისი, მ. ალექსიძის ქ. №1) გაიმართება შეხვედრა, რომელზეც განსახილველად წარმოდგენილი იქნება სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინიციატივა ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში ქვედარგის/სპეციალიზაციის სვეტში აკადემიური კვალიფიკაციის - „საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პათოლოგიათა რეაბილიტაციის“ დამატების თაობაზე.
დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც გსურთ განხილვაში მონაწილეობის მიღება, გთხოვთ მომართოთ ცენტრს არაუგვიანეს 21 ოქტომბრისა შემდეგ ტელეფონებზე: 2200220 (3509); 577278843, ან მოგვწეროთ ელფოსტაზე - info@eqe.ge.