FAQ

პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამებთან დაკავშირებით

20 იანვარი 2022

გაცნობებთ, რომ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის Action Against Hunger მიერ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამების: ,,კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ (PSD TVET SC) დამოწყვლადი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ადგილობრივი მოსახ-ლეობის ეკონომიკური და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში“(EPIC) მხარ-დაჭერით შემუშავდა მომზადება-გადამზადების პროგრამის კომპონენტირბილი უნარების განვითარება დასაქმებისთვის“.  დოკუმენტი ეფუძნება ორგანიზაციის Action Against Hunger მიერ შემუშავებულ “Shuttle” მეთოდოლოგიას (ესპანეთი) სოციალურ ინკლუზიასა და დასაქმებაში ხელშეწყობის საჭიროების მქონე პირების მხარდასაჭერად.

 

წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, მომზადება-გადამზადების პროგრამის კომპონენტი რბილი უნარების განვითარება დასაქმებისთვის“ შეიძლება  ჩაშენებულ იქნას ნებისმიერი დონის მომზადება/გადამზადების პროგრამაში. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სწორედ იმ უნარების განვითარებას, რომელიც საჭიროა კონკრეტული მიმართულებით წარმატებული დასაქმებისთვის. შემუშავებული პროგრამის კომპონენტი "რბილი უნარების განვითარება დასაქმებისათვის" პოზიტიურ როლს ითამაშებს ფორმალური პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამის ბენეფიციარების დასაქმების ბაზრისთვის მომზადებაში და საბოლოოდ, უზრუნველყოფს მათ მდგრად და წარმატებულ დასაქმებას.

 

დოკუმენტი ხელმისაწვდომია  ყველა დაინტერესებული პირისთვის ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შემდეგ ბმულზე:  https://eqe.ge/ka/page/static/779/gzamkvlevebi;