FAQ

ტრენინგები პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური შესაძლებლობების მხარდაჭერის მიზნით

30 დეკემბერი 2021

HRPA • Georgia - ს პროექტის ფარგლებში შემუშავებული HR & OD დოკუმენტაციის პაკეტის წარდგენის მიზნით, მიმდინარე წლის 23 და 24 დეკემბერს ჩატარდა ტრენინგების სერია, რომელიც დატვირთული იყო ჯგუფური სამუშაოებითა და პრაქტიკული დავალებებით.

ტრენინგებში ჩაერთნენ არამხოლოდ პროექტის ბენეფიციარი კოლეჯები, არამედ კერძო კოლეჯების წარმომადგენლებიც. საბოლოოდ კი შემუშავებული HR & OD დოკუმენტაციის პაკეტი ხელმისაწვდომი იქნება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პროვაიდერი ყველა დაწესებულებისათვის. შეხვედრებს დაესწრნენ, ასევე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურისა და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები.

პროექტის - “პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერა ორგანიზაციული და HR სისტემების ხარისხის ამაღლებით” მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციურ გაძლიერებას, მათი ორგანიზაციული და HR სისტემების გაძლიერებით, რომ შეძლონ სტანდარტიზაციის მე-4 კომპონენტის დანერგვა და ავტორიზაციისთვის საჭირო მოთხოვნების დაკმაყოფილება. პროექტი ხორციელდება „ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალთა ასოციაცია” – HRPA • Georgia-ს მიერ ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრთან (Institutional and Capacity Development Center) პარტნიორობითა და გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP Georgia) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერითა და დაფინანსებით.

პროექტის პარტნიორები არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი / B S U და HICDC.

ტრენინგები პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური შესაძლებლობების მხარდაჭერის მიზნით