FAQ

შეხვედრა თემაზე „კლასტერული აკრედიტაციის სპეციფიკა და სიახლეები“.

30 დეკემბერი 2021

28 დეკემბერს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ონლაინ რეჟიმში გაიმართა შეხვედრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 80-მდე წარმომადგენელთან თემაზე „კლასტერული აკრედიტაციის სპეციფიკა და სიახლეები“.

შეხვედრაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები:

დაწესებულების წარმომადგენლებს მიეწოდათ კლასტერში საგანმანათლებლო პროგრამების დაჯგუფების ლოგიკის შესახებ ინფორმაცია.

ცენტრის წარმომადგენლებმა და შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს „საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერში დაჯგუფების წესი და პირობების“ პროექტი.

ყურადღება გამახვილდა არაკლასიფიცირებული და ინტერდისციპლინური სწავლის სფეროს საგანმანათლებლო პროგრამების დაჯგუფების მიდგომებზე.

დაწესებულებების წარმომადგენლები გაეცნენ ინფორმაციას სააკრედიტაციო განაცხადის თვითშეფასების კითხვარის შემუშავების სპეციფიკასა და თანდართული დოკუმენტების ჩამონათვალს.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს კლასტერული აკრედიტაციის განახლებული საფასურების დეტალები, საფასურების კომპონენტები და გაანალიზდა საფასურების კლების ტენდენციები კლასტერთან მიმართებით.

ონლაინ შეხვედრა წარიმართა ინტერაქციულ რეჟიმში და მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ შეკითხვები დაესვათ მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა გამოთქვეს სხვადასხვა ფორმატში შეხვედრების გაგრძელების სურვილი.

შეხვედრა  თემაზე „კლასტერული აკრედიტაციის სპეციფიკა და სიახლეები“.