პროფესიული დარგობრივი საბჭოების მუშაობის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა!

12 ნოემბერი 2021

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, ონლაინ რეჟიმში, პროფესიული დარგობრივი საბჭოების წევრებთან შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა გახსნა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მახარაშვილმა, რომელმაც ისაუბრა პროფესიული დარგობრივი საბჭოების როლზე და ფუნქციებზე და ხაზი გაუსვა პროფესიული განათლების განვითარების კონტექსტში დამსაქმებლების ჩართულობის მნიშვნელობას. მან მადლობა გადაუხადა პროფესიული დარგობრივი საბჭოს წევრებს გაწეული ნაყოფიერი შრომისათვის.

საბჭოს წევრებს სიტყვით მიმართა ცენტრის დირექტორის მოადგილე ლაშა მარგიშვილმა, რომელმაც ისაუბრა დარგობრივი საბჭოს ფორმატის მნიშვნელობაზე განათლების ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში, რაც ხელს უწყობს ძლიერი კავშირის შენარჩუნებას დარგსა და განათლების სექტორს შორის.

შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა ისაუბრეს დარგობრივი საბჭოების მუშაობის პროცესში მიღებულ გამოცდილებაზე, ასევე გამოთქვეს მზადყოფნა, მომავალშიც ჩაერთონ პროფესიული კვალიფიკაციების ვალიდაციის პროცესებში.

შეხვედრა დახურა ცენტრის დირექტორის მოადგილე კახაბერ ერაძემ, რომელმაც ისაუბრა პროფესიული დარგობრივი საბჭოების ჩამოყალიბების პირველი ნაბიჯებიდან დღემდე მიღწეულ პროგრესზე, შეაჯამა პროფესიული დარგობრივი საბჭოების საქმიანობა და მიღწეული შედეგები და განიხილა პროფესიული კვალიფიკაციების ფორმირება-განვითარების სამომავლო პერსპექტივები. მან ასევე ხაზი გაუსვა პროფესიული დარგობრივი საბჭოების მიერ გაწეული საქმიანობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას პროფესიული განათლების განვითარების საქმეში

პროფესიული დარგობრივი საბჭოების მუშაობის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა!