FAQ

მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა!

7 ნოემბერი 2021

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დანერგვისა და განვითარების მიზნით შექმნილი მრჩეველთა საბჭოს (შემდგომში - მრჩეველთა საბჭო) პირველი სხდომა გაიმართა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის 2022 წლის სამოქმედო გეგმის პროექტი. მრჩეველთა საბჭომ იმსჯელა წარმოდგენილი დოკუმენტის შესახებ და დადებითი რეკომენდაცია გასცა მის დანერგვასთან დაკავშირებით. კერძოდ, მრჩეველთა საბჭოსთან შეთანხმებით, 2022 წელს კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის პრიორიტეტულ სამუშაო მიმართულებებად განისაზღვრა:

ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს დანერგვის ხელშეწყობის მიზნით მეთოდური სახელმძღვანელო დოკუმენტების მომზადება;

რეფერენსირების/თვითსერტიფიცირების შემუშავებული სამოქმედო გეგმის შეთანხმება მრჩეველთა საბჭოსთან;

ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დანერგვის მიზნით ტრენინგების/სამუშაო შეხვედრების ჩატარება დაინტერესებულ მხარეებთან;

უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების შემუშავება/განახლება, მათ შორის კლასტერული აკრედიტაციის გეგმის შესაბამისად.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სამუშაო შეხვედრებს ონლაინ რეჟიმში აგრძელებს

მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა!