შეხვედრა კერძო ზოგადასაგანამანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან

10 ნოემბერი 2021

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, კახაბერ ერაძე და ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლები, ონლაინ რეჟიმში, შეხვდნენ, იმ კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს, რომლებსაც 2022 წელს უწევთ რეავტორიზაცია.

საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრის ფარგლებში ცენტრის ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლებმა წარადგინეს პრეზენტაცია, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის მოქმედ სტანდარტებთან და პროცედურებთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე. ასევე, დაწესებულებების წარმომადგენლებს პასუხები გაეცათ მათ მიერ წინასწარ წარმოდგენილ და შეხვედრის დროს გაჟღერებულ შეკითხვებზე.

ცენტრი მომავალშიც გეგმავს აქტიურ შეხვედრებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

შეხვედრა კერძო ზოგადასაგანამანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან