FAQ

ინფორმაციის და კომუნიკაციის ტექნოლოგიების (ICTs) უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის საჯარო განხილვა

8 ნოემბერი 2021

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამასახურის ორგანიზებით გაიმართა ინფორმაციის და კომუნიკაციის ტექნოლოგიების (ICTs) უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის საჯარო განხილვა.

საჯარო განხილვას ესწრებოდნენ ინფორმაციის და კომუნიკაციის ტექნოლოგიების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს წევრები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

შეხვედრაზე გახილულ იქნა დაინტერესებული მხარეების მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები დარგობრივი მახასიათებლის პროექტის შესახებ.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სამუშაო შეხვედრებს ონლაინ რეჟიმში აგრძელებს.

ინფორმაციის და კომუნიკაციის ტექნოლოგიების (ICTs) უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის საჯარო განხილვა