ცხადდება საერთაშორისო კონკურსი

3 ნოემბერი 2021

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული #PROFFORMANCE პროექტის კონსორციუმი აცხადებს საერთაშორისო კონკურსს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა ჯილდოს (International Higher Education Teacher Award 2021/2022) მოსაპოვებლად. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი განათლების საფეხურზე ჩართულ სასწავლო პერსონალს შემდეგი ქვეყნებიდან: ავსტრია, უნგრეთი, საქართველო, სერბეთი, ჩეხეთი და ხორვატია.

 

კონკურსის მიზანია უმაღლეს განათლებაში სწავლების საუკეთესო პრაქტიკების აღმოჩენა და მათი აღიარება, ასევე სწავლების საუკეთესო მაგალითების გავრცელების ხელშეწყობა და უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის დონეზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის წახალისება.

 

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ განაცხადი შეავსონ შემდეგ მისამართზე - https://profformance.eu/call-for-application. აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 15 დეკემბერი.

ცხადდება საერთაშორისო კონკურსი