FAQ

შეხვედრა კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან

29 ოქტომბერი 2021

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მახარაშვილი, დირექტორის მოადგილე კახაბერ ერაძე, ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები, ონლაინ რეჟიმში იმ კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებსაც 2022 წელს უწევთ რეავტორიზაცია.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და პროგრამების აკრედიტაციის ექპერტთა კორპუსის წევრები.

სამინისტროს წარმომადგენლებმა წარადგინეს პრეზენტაცია, ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულების - მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესებთან დაკავშირებით, მათ შორის, მოსწავლეთა შეფასებასა და კომპლექსური დავალებების შექმნასთან და გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

შეხვედრის ფარგლებში, დაწესებულებების წარმომადგენლებს და ექსპერტებს მიეცათ კითხვების დასმის შესაძლებლობა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

მომავალში, ცენტრი გეგმავს შეხვედრებს დაწესებულებებთან, ავტორიზაციასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებითაც.

შეხვედრა კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან