ბიზნესისა და ადმინისტრირების პროფესიული დარგობრივი საბჭოს სხდომა გაიმართა!

28 ოქტომბერი 2021

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით ბიზნესისა და ადმინისტრირების პროფესიული დარგობრივი საბჭოს სხდომა გაიმართა.

 

საბჭოს წევრებმა განიხილეს "საბაჟო საქმის" პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის  ცვლილების საკითხი, რომელიც ცენტრში გარე ინიცირებით იქნა წარმოდგენილი. სხდომა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

 

 საბჭოს წევრებმა მოისმინეს ინიციატორის არგუმენტაცია და დასაბუთება ცვლილებების საჭიროების შესახებ და დეტალურად იმსჯელეს თითოეულ ინიციატივაზე.  საბჭომ დადებითი რეკომენდაცია გასცა წარმოდგენილ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტში ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით.

ბიზნესისა და ადმინისტრირების პროფესიული დარგობრივი საბჭოს სხდომა გაიმართა!