FAQ

გრძელდება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანერგვის პროცესის მხარდაჭერა

12 ოქტომბერი 2021

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური აგრძელებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანერგვის პროცესის მხარდაჭერას, რისთვისაც ონლაინ რეჟიმში ატარებს ტრენინგებს, საინფორმაციო სემინარებს და სამუშაო შეხვედრებს.

 

ღონისძიებებს წინ უძღოდა საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით საჭიროებების გამოვლენის მიმართულებით განხორციელებული კვლევა და ანალიზი, რომლის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებების გამოცდილება და რესურსი კვლევების მიმართულებით გაძლიერებას საჭიროებს. 


 კერძოდ,  „საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის დებულებით“  დადგენილი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის მესამე სტანდარტი ადგენს , რომ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში უნდა ფუნქციონირებდეს კარიერული მხარდაჭერის მომსახურება, რომლის ფარგლებშიც დაწესებულება ვალდებულია განახორციელოს კურსდამთავრებულთა კვლევა პროფესიული სტუდენტების და კურსდამთავრებულების კვლევის მეთოდოლოგიის შესაბამისად. დაწესებულება აკეთებს აღნიშნული კვლევის ანალიზს და ჩატარებული კვლევის შედეგების გათვალისწინებით გეგმავს განსახორციელებელ აქტივობებს.


 სწორედ  ამ კვლევის მეთოდოლოგიის გაუმჯობესებას და ანალიზის შედეგების ჩამოყალიბებას  მიეძღვნა მორიგი სამუშაო შეხვედრა, რომელიც ორგანიზებული იყო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ და მედიაციას უწევდა ცენტრის  დაგეგმვის, კვლევისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენელი.


 შეხვედრამ, რომელსაც 30 მონაწილე ესწრებოდა ინტერაქტიურ ფორმატში ჩაიარა. შეხვედრის მონაწილეებმა იმუშავეს კვლევის მეთოდოლოგიასა და კითხვარებზე. შემუშავებული სარეკომენდაციო მეთოდოლოგია და კითხვარები დაეგზავნება ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებას.

გრძელდება  პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანერგვის პროცესის მხარდაჭერა