ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!

1 ოქტომბერი 2021

გაცნობებთ, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ იგეგმება საინფორმაციო-საკონსულტაციო შინაარსის შეხვედრები სკოლებთან, რომლებსაც უწევთ 2022 წელს რეავტორიზაცია.

შეხვედრებზე განიხილება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტები, პროცედურა და პასუხები გაეცემა სკოლების მიერ წარმოდგენილ შეკითხვებს.

აღნიშნულის შესაბამისად, მოგმართავთ თხოვნით, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 15 ოქტომბრისა შემდეგ ელ. ფოსტაზე - generaledu@eqe.ge გამოგვიგზავნოთ თქვენი შეკითხვები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციასთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

შეხვედრები ჩატარდება დისტანციურ ფორმატში zoom- ის პლატფორმის გამოყენებით.