FAQ

საბაჟო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართა!

30 სექტემბერი 2021

29 სექტემბერს სსიპ -  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით საქართველოს ბიზნესის აკადემია - SBA მიერ გარე ინიცირებით წარმოდგენილი საბაჟო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების წარმომადგენლები. პროექტის ინიციატორებმა შეხვედრაზე დამსწრე პირებს დეტალურად გააცნეს წარმოდგენილი ცვლილებები, ისაუბრეს მათ საჭიროებასა და მნიშვნელობაზე. შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

საბაჟო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართა!