FAQ

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი , საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების პრაქტიკით საქართველოში მოწინავე საჯარო დაწესებულებაა

29 სექტემბერი 2021

გამჭვირვალობა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპია. 

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) გამოაქვეყნა ანგარიში , რომელიც შეეხება  საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების პრაქტიკას საქართველოს საჯარო სამსახურებში

 

ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის შეფასება 2021 წლის სექტემბრის მდგომარეობით და მოცემულია ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის ტენდეციები განვლილწლებთან შედარებით. ანგარიში მოიცავს ასევე საჯარო დაწესებულებათა პროაქტიული გამჭვირვალობის რეიტინგებს.

 

2021 წელს, შესაბამისი სამართლებრივი აქტის მოთხოვნების დაცვით მხოლოდ 6 საჯარო დაწესებულებასსსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულცენტრს, 

საქართველოს პარლამენტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს , აჭარის / -ის უმაღლეს საბჭოსა და საფინანსო - ანალიტიკურ სამსახურს ჰქონდა სრულყოფილად, 100%-ით გამოქვეყნებული ინფორმაცია. 

 

განათლების ხარისხის განვითარების  ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია, სრულად აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით  დაწესებულ  მოთხოვნებს.

 

გთხოვთ იხილოთ ანგარიში : : https://idfi.ge/ge/proactive_disclosure_of_public_information_on_georgian_public_institutions_websites_2021

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი , საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად  გამოქვეყნების პრაქტიკით  საქართველოში  მოწინავე  საჯარო დაწესებულებაა