FAQ

ფარმაცია (სააფთიაქო) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართა!

15 სექტემბერი 2021

13 სექტემბერს  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, საქართველოს ბიზნესის აკადემიის მიერ გარე ინიცირებით წარმოდგენილი ფარმაცია (სააფთიაქო) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების წარმომადგენლები. პროექტის ინიციატორებმა შეხვედრაზე დამსწრე პირებს დეტალურად გააცნეს წარმოდგენილი ცვლილებები, ისაუბრეს მათ საჭიროებასა და მნიშვნელობაზე. ცენტრის წარმომადგენლებმა გააჟღერეს დაინტერესებული მხარეებისაგან წერილობითი ფორმით წარმოდგენილი მოსაზრებები განსახილველ პროექტთან დაკავშირებით. შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და განმახორციელებელი დაწესებულებების წარმომადგენლების ჩართულობით ცვლილებების საბოლოო პროექტი ჩამოყალიბდა.