FAQ

დაძმობილების პროექტის ოფიციალური დახურვის ღონისძიება გაიმართა

16 ივნისი 2021

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის ოფიციალური დახურვის ღონისძიება გაიმართა

16 ივნისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდამჭერი, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის „ხარისხის უზრუნველყოფისა და კვალიფიკაციების მართვის შესაძლებლობების გაძლიერება“ ( TWINNING) დახურვის ღონისძიება ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

მომხსენებლებმა პროექტის 24-თვიანი მუშაობის შედეგები წარადგინეს და მათ მდგრადობასა და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს. პროექტის ფარგლებში 120 მისია განხორციელდა ევროკავშირის ექსპერტების მონაწილეობით, რაც მიზნად ისახავდა ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობას „მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლასთან“ (LLL) მიმართებით ხარისხის უზრუნველყოფის, გამჭვირვალობის, უნარებისა და კვალიფიკაციების მართვის გზით.

მისიების ფარგლებში ევროკავშირის ექსპერტებმა დახმარება გაუწიეს ქართველ კოლეგებს ცენტრის პოლიტიკისა და სახელმძღვანელო დოკუმენტების ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის საკითხებში, ევროკავშირის განათლების სტრატეგიის განხორციელებასთან დაკავშირებული საუკეთესო ევროპული პრაქტიკისა და საქართველოს ეროვნული თავისებურებების გათვალისწინებით, რაც განათლების სააგენტოების ევროპულ ოჯახში ცენტრის სრულუფლებიან წევრობას უზრუნველყოფს.

შემდგომი სრულყოფის მიზნით შემუშავებული წინადადებები საქართველოსა და ბენეფიციარი დაწესებულების - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ წინგადადგმული ნაბიჯია ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოში გერმანიისა და ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები, დაძმობილების პროექტის ხელმძღვანელობა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ბენეფიციარი დაწესებულების წამყვანი ექსპერტები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სხვა უწყებების წარმომადგენლები.

დაძმობილების პროექტი 2019 წლის ივლისში დაიწყო და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ ესტონეთის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოსთან (EKKA) თანამშრომლობის გზით განხორციელდა

დაძმობილების პროექტის ოფიციალური დახურვის ღონისძიება გაიმართა