ისტორიის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა

30 აპრილი 2021

29 აპრილს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა ისტორიის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა.

საბჭოს წევრებმა იმსჯელეს ისტორიის დარგობრივი მახასიათებლის პროექტის შესახებ.

COVID 19-ის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, სამუშაო შეხვედრებს ონლაინ რეჟიმში აგრძელებს.

ისტორიის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა