უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 26 აპრილი 2021

2021 წლის 13  მაისი, 15:00 საათი

 

დღის წესრიგი:

 

1. შპს საქართველოს უნივერსიტეტის "ფსიქოლოგიის" საბაკალავრო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;

2. სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის   "ახალი მასალები ნანოელექტრონიკისა და ნანოინჟინერიის" სამაგისტრო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;

3. შპს კავკასიის უნივერსიტეტის "კომპიუტერული მეცნიერებების" საბაკალავრო პროგრამის მონიოტორინგის საკითხის განხილვა;

4. შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის "ინფორმაციული სისტემები ავიაციაში" ანგარიშის განხილვა.

 

ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციისა და უსაფრთხოებისათვის საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში. სხდომის დაწყებამდე ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება ბმული საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს საბჭოს სხდომას ჩაერთოს ონლაინ.

შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით