განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს მობილობას იმ დაწესებულების სტუდენტებისთვის, რომელსაც 2014 წელს გაუვიდა ავტორიზაციის ვადა.
მობილობის ელექტრონულ პორტალზე ვაკანტური ადგილების ნახვა შესაძლებელი იქნება 7 მარტს, 18:30 საათიდან.
მობილობა ცხადდება მხოლოდ 1 დღით. სტუდენტებს არჩევანის გაკეთება შეეძლებათ 10 მარტს, 11 საათიდან 18:30 საათამდე. მობილობა მათთვის უფასო იქნება.
მობილობის შედეგები გამოქვეყნდება 11 მარტს. შედეგების ნახვის შემდეგ სტუდენტმა დაუყოვნებლივ, იმავე დღეს უნდა მიმართოს მიმღებ დაწესებულებას და პირადი საქმე მიიტანოს.