ბიზნესისა და ადმინისტრირების პროფესიული დარგობრივი საბჭოს სხდომა!

23 თებერვალი 2021

22 თებერვალს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, ბიზნესისა და ადმინისტრირების პროფესიული დარგობრივი საბჭოს სხდომა გაიმართა.

საბჭოს წევრებმა განიხილეს:

"საფინანსო სერვისების" პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის მოდულების შინაარსობრივი ცვლილებისა და სწავლის შედეგების დისტანციურად განხორციელების შესაძლებლობის საკითხები;

"საოფისე საქმისა და ღონისძიების ორგანიზების" პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის მოდულების შინაარსობრივი ცვლილების, დაშვების წინაპირობებისა და სწავლის შედეგების დისტანციურად განხორციელების შესაძლებლობის საკითხები;

"ბუღალტრული აღრიცხვის" პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის მოდულების დაშვების წინაპირობებისა და სწავლის შედეგების დისტანციურად განხორციელების შესაძლებლობის საკითხები;

საბჭომ შეიმუშავა რეკომენდაციები თითოეულ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სამუშაო შეხვედრებს ონლაინ რეჟიმში აგრძელებს.

ბიზნესისა და ადმინისტრირების პროფესიული დარგობრივი საბჭოს სხდომა!