უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 31 დეკემბერი 2020

2021 წლის 18 იანვარი, 15:00 საათი

 

დღის წესრიგი:

 

 

  1. შპს ,,მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის -ალტერბრიჯი“  ,,საზოგადოებრივი ურთიერთობებისა და კომუნიკაციის ფსიქოლოგიის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა (სააპელაციო საბჭოს მიერ უკან მობრუნებული); 
  2. სსიპ - სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,აგროტექნოლოგიის“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის  აკრედიტაციის საკითხის განხილვა; 
  3. სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ,,ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მონიტორინგის შედეგების განხილვა; 
  4. სსიპ - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის "ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვისსაბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა. 
 
ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციისა და უსაფრთხოებისათვის საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში. სხდომის დაწყებამდე ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება ბმული საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს საბჭოს სხდომას ჩაერთოს ონლაინ.

შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით.