FAQ

ცვლილება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის უმაღლესი განათლების დარგობრივ მახასიათებელში!

28 დეკემბერი 2020

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანების საფუძველზე  ცვლილება შევიდა „მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებლის დამტკიცების შესახებ" სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2018 წლის 10 ივლისის №622/ი ბრძანებით დამტკიცებულ დანართში. 

ცვლილების შესაბამისად მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია გაერთიანდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული არაუმეტეს 8 საგნის სწავლების მეთოდიკის მოდული; მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის მიზნებისთვის, საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უცხოური ენების სწავლების მეთოდიკის მოდულები ჩაითვალოს სწავლების მეთოდიკის ერთ მოდულად.

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2020 წლის 25 დეკემბრის ბრძანება N1231866