FAQ

2013-2014 წლის საშემოდგომო სემესტრის სტუდენტთა მობილობის პროცესი დაიწყო!

12 აგვისტო 2013

სტუდენტებს წელიწადში ორჯერ ეძლევათ შესაძლებლობა მობილობით ისარგებლონ და გადავიდნენ ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამისთვის სტუდენტი უნდა დარეგისტრირდეს და გააკეთოს არჩევანი ონლაინ რეჟიმში ცენტრის ვებგვერდზე (www.students.eqe.ge) მიმდინარე წლის 12 აგვისტოს 11:00 საათიდან 30 აგვისტოს 24 საათის ჩათვლით. (სოციალურად დაუცველი ოჯახების წარმომადგენელი სტუდენტები თავისუფლდებიან მობილობის საფასურის გადასახადისაგან).

 

სტუდენტს შეუძლია აირჩიოს 5 (ხუთი) საგანმანათლებლო პროგრამა. მობილობის კონკურსი ხორციელდება სტუდენტის მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაგროვებული სკალირებული ქულის მიხედვით.

 

მობილობის შედეგები მიმდინარე წლის 2 სექტემბერს გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე და თითოეულ სტუდენტს ექნება შესაძლებლობა ნახოს სად მოიპოვა მობილობის უფლება.

 

წელს სიახლე გვაქვს მობილობის პროცესში. სტუდენტს რეგისტრაციის დაწყებიდან შედეგების გამოქვეყნების დღის ჩათვლით  მიუვა SMS  შეტყობინება.

 

დღეისთვის 64 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, კანონმდებლობის შესაბამისად, 5 ასაგანმანათლებლო დაწესებულება არ იღებს მონაწილეობას მობილობის პროცესში .დარჩენილი 59 უმაღლესიდან ვაკანტური ადგილები გამოაცხადა 52-მა. (სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლიდან მობილობის პროცესში არ იღებს მონაწილეობას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი).

 

2012-2013 წლის საშემოდგომო მობილობის პროცესში გამოცხადდა 9089 ვაკანტური ადგილი და მონაწილეობა მიიღო 5063 სტუდენტმა. 2013-2014 წლის საშემოდგომო მობილობის პროცესში  გამოცხადებულია 7733 ვაკანტური ადგილი.

2013-2014 წლის საშემოდგომო სემესტრის სტუდენტთა მობილობის პროცესი დაიწყო!