FAQ

შეხვედრა ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში აკადემიური კვალიფიკაციის დამატების განხილვასთან დაკავშირებით

5 ივლისი 2013

2013 წლის 9 ივლისს 11:00 საათზე  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ქ.თბილისი, მ. ალექსიძის ქ. №1) გაიმართება შეხვედრა, რომელზეც განსახილველად წარმოდგენილი იქნება ა(ა)იპ-ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივა - ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში ქვედარგების/სპეციალიზაციების ჩამონათვალში „საკვები პროდუქტების მეცნიერების“ კვალიფიკაციების დამატების საკითხის შესახებ, ხოლო 12:00 საათზე- ა(ა)იპ-ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილი მაგისტრატურის კვალიფიკაცია  „სპეციალური განათლების“   ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში დამატების საკითხი.
 
ზემოთ აღნიშნული საკითხის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად ცენტრი იწვევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამისი  დარგის წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.
 
განხილვაში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ არაუგვიანეს  8 ივნისისა  შემდეგ ტელეფონებზე:  2200220 (შიდა 3509); 577278843, ან მოგვწეროთ ელფოსტაზე- info@eqe.ge.

შეხვედრა ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში აკადემიური კვალიფიკაციის დამატების განხილვასთან დაკავშირებით