FAQ

საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!

30 აპრილი 2013

დამტკიცდა უმაღლესი, პროფესიული და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თვითშეფასების წლიური ანგარიშის ახალი ფორმები. ამასთან, სხვადასხვა ფორმად დამტკიცდა საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშის ფორმები და წლიური ანგარიშის ფორმები.

2013 წლის 30 აპრილის №144 ბრძანება - თვითშეფასების წლიური ანგარიშის ფორმების დამტკიცების შესახებ
2013 წლის 30 აპრილის №145 ბრძანება - აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშის ფორმების დამტკიცების შესახებ

ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, ცენტრს ყოველწლიურად, 1 მაისიდან 30 ივნისამდე, წარუდგინოს თვითშეფასების წლიური ანგარიში ელექტრონული ფორმით.


საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს აკრედიტებულ პროგრამას/პროგრამებს, ასევე ვალდებულია, ცენტრს ყოველწლიურად, 1 მაისიდან 1 ივნისამდე წარუდგინოს აკრედიტაციის თვითშეფასების წლიური ანგარიში/ანგარიშები ელექტრონული ფორმით.
 
დაწესებულებებმა შევსებული თვითშეფასების წლიური ანგარიში/ანგარიშები, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილ ოფიციალურ წერილთან ერთად, უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე:

 

- უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა: uni@eqe.ge

- პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა: prof@eqe.ge

- ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა: skola@eqe.ge

- აკრედიტაციის თვიშეფასების წლიური ანგარიშები (მიუხედავად სტატუსისა - უმაღლესი, პროფესიული, ზოგადსაგანმანათლებლო) akreditacia@eqe.ge


შენიშვნა: თვითშეფასების წლიური ანგარიშის/ანგარიშების შევსებული ფორმა/ფორმები წარმოადგინეთ PDF ფორმატში.

თვითშეფასების წლიური ანგარიშის ფორმები:

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თვითშეფასების წლიური ანგარიში
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების თვითშეფასების წლიური ანგარიში
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თვითშეფასების წლიური ანგარიში

 

საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თვითშეფასების წლიური ანგარიშის ფორმები:

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების  საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის თვითშეფასების წლიური ანგარიში
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის  თვითშეფასების წლიური ანგარიში
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის  თვითშეფასების წლიური ანგარიში 

საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!