FAQ

მზადება საავტორიზაციო პროცესისთვის

25 იანვარი 2018

 განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრა ავტორიზაციის თვითშეფასების პროცესის წარმართვასთან და შესაბამისი ანგარიშის მომზადებასთან დაკავშირებით. თვითშეფასების პროცესი ავტორიზაციის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს, რადგან ის საშუალებას აძლევს ინსტიტუციებს მოახდინონ თავიანთი საქმიანობისა და მიღწეული შედეგების შეფასება ავტორიზაციის სტანდარტებთან მიმართებით და ამასთან მიაწოდოს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს ძირითადი ინფორმაცია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის და შემდგომი განვითარების შესაძლებლობების შესახებ. სამუშაო შეხვედრას ატარებს საერთაშორისო ექსპერტი ბასტიან ბაუმანი. იგი გახლავთ ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული სააგენტოს დირექტორი და აქვს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში საერთაშორისო დონეზე მუშაობის მრავალფეროვანი გამოცდილება . პირველ ეტაპზე, სამუშაო შეხვედრები ტარდება იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, რომლებსაც 2018 წელს განახლებული, ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის მოთხოვნების შესაბამისი, ავტორიზაციის სტანდარტებით უწევთ ავტორიზაციის გავლა. აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესში, ქართველ ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის რანგში საერთაშორისო ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მსგავსი სახის შეხვედრები და კონსულტაციები, საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის რეფორმის ის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს განვითარებაზე და შედეგზე ორიენტირებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ფორმირებას, რაც ასევე ხაზგასმულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ასოცირების შეთანხმების 2017-2020 წლების დღის წესრიგში.

მზადება საავტორიზაციო პროცესისთვის