2018 წლის 29 იანვარს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისსაბჭომ ავტორიზაცია გაუუქმა შპს საზოგადოებრივ კოლეჯ “ლიდერს”.
აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს 2018 წლის 29 იანვრიდან 5 წლის ვადით შეუჩერდათ სტუდენტის სტატუსი და ამ პერიოდში უფლებამოსილნი არიან კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლონ მობილობის უფლებით და სწავლა განაგრძონ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში.