29-30 იანვარს განხორციელდა ავტორიზაციის პროცესისთვის მოსამზადებელი პირველი ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში.
შეხვედრები ჩატარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციისა და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე განიხილეს თვითშეფასების პროცესის დაგეგმვა და განხორციელება; საავტორიზაციო ვიზიტის დაგეგმვა და განხორციელება; ავტორიზაციის სტანდარტებისა და პროცედურების განმარტება.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აქტიურად ახორციელებს საკონსულტაციო შეხვედრებს იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რომლებსაც 2018 წელს განახლებული, ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის მოთხოვნების შესაბამისი, ავტორიზაციის სტანდარტებით უწევთ ავტორიზაციის გავლა.