მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის პროცესში პროგრამის შემუშავებასა და ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით დაწესებულებების წარმომადგენლებისათვის სემინარების ციკლი გრძელდება.
მორიგი სემინარი 5-6 დეკემბერს ქალაქ ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა.
სემინარები მიზნად ისახავს საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთა კომპეტენციის გაზრდას მოდულური პროგრამების შემუშავების, მათ შორის დუალური მიდგომით მათი განხორციელების, ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმების ეფექტურობის გაძლიერების საკითხებში, ასევე ავტორიზაციის სტანდარტებთან და პროცედურებთან დაკავშირებით.
მომდევნო სემინარი 11-12 დეკემბერს ახალციხის საზოგადოებრივ კოლეჯ „ოპიზარში“ ჩატარდება.
ციკლი გაგრძელდება და მოიცავს პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებას საქართველოს მასშტაბით.