FAQ

მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის პროცესში სემინარების ციკლი გრძელდება

5 დეკემბერი 2017


პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის - „მოდულური საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვის ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში, მიმდინარეობს სემინარების ციკლი - მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის პროცესში პროგრამის შემუშავებასა და ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით. |

სემინარები მიზნად ისახავს საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთა კომპეტენციის გაზრდას მოდულური პროგრამების შემუშავების, მათ შორის დუალური მიდგომით მათი განხორციელების, ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმების ეფექტურობის გაძლიერების საკითხებში, ასევე ავტორიზაციის სტანდარტებთან და პროცედურებთან დაკავშირებით.

მომდევნო სემინარი ჩატარდება 5 და 6 დეკემბერს ქალაქ ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება. ციკლი გაგრძელდება და მოიცავს პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებას საქართველოს მასშტაბით.

სემინარი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით საზოგადოებრივ კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ ჩატარდა.

მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის პროცესში სემინარების ციკლი გრძელდება