25 ივლისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ჩატარდა ტრანსპორტის მიმართულების დარგობრივი საბჭოს სხდომა.
სხდომაზე განიხილეს თევზსაჭერი გემის ნავიგატორის/მეთევზე-მეზღვაურის, ამწის ოპერატორ-მემანქანის, მობილური ამწის ოპერატორის/მემანქანის, საშახტო ამწის მემანქანის, საშახტო ელმავლის მემანქანის პროფესიული სტანდარტები. ასევე, განიხილეს თევზსაჭერი გემის ნავიგაციის, ამწე და მსგავსი მანქანების ოპერირებისპროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტები.
საბჭომ დადებითი რეკომენდაციები გასცა დოკუმენტაციის დასამტკიცებლად.