მიმდინარე წლის 19 და 20 ივლისს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის ფარგლებში განხორციელდა მოდულური პროგრამების დანერგვის მონიტორინგის განახლებული კონცეფციის ფარგლებში შემუშავებული ახალი კითხვარების პილოტირება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
პილოტირებაში ჩართული იყვნენ როგორც საჯარო, ასევე კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები.
მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის განახლებული კითხვარები უზრუნველყოფს მოდულური პროგრამების დანერგვის პროცესის გაუმჯობესებას საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაზაზე და შიდა ხარისხის მექანიზმების ამოქმედებას.
მიმდინარე წლის მაისი-ივნისის პერიოდში უკვე განხორციელდა მოდულური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის ვიზიტები მოდულური პროგრამების განმახორციელებელ 50 საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
.