FAQ

ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულების დარგობრივი საბჭო.

21 ივლისი 2017




მიმდინარე წლის 20 ივლისს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ჩატარდა ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულების დარგობრივი საბჭო.
სხდომაზე განხილული იქნა ინფორმაციის ტექნოლოგის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი.

საბჭომ, ასევე ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტის, კომპიუტერული ქსელის ადმინისტრატორის, სისტემების ადმინისტრატორის, საგამომცემლო საქმის ტექნიკური დიზაინერის, სამგანზომილებიანი გრაფიკის სპეციალისტის (გენერალისტი), ვებინტერფეისის დეველოპერის, ვებინტერფეისის დიზაინერის, ვებპროგრამისტის, პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერის პროფესიული სტანდარტების მოქმედების ვადის გაგრძელებაზე, რომელიც მიმდინარე წლის 27 ივლისს იწურებოდა.

საბჭომ, განხილული შენიშვნების გათვალისწინებით, დადებითი რეკომენდაციები გასცა ცენტრის დირექტორისათვის , შემდგომში წარსადგენი დოკუმენტაციის დასამტკიცებლად.

ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულების დარგობრივი საბჭო.