FAQ

მედიცინის მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭო

14 ივლისი 2017


სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აგრძელებს უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების პროექტების გამოქვეყნებას. ქვემოთ მოცემულ ბმულზე ატვირთულია მედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტი (სამუშაო ვარიანტი):
მედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტი (სამუშაო ვარიანტი)
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, შენიშვნები და კომენტარები გამოაგზავნონ ელ-ფოსტის მისამართზე info@eqe.ge არაუგვიანეს მიმდინარე წლის 17 ივლისის 14:00 საათისა.
აქვე გაცნობებთ, რომ მედიცინის მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა გაიმართება სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, მიმდინარე წლის 18 ივლისს 13:00 საათზე.