განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 6-7 ივლისს 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის პროცესში მონაწილე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მობილობის ადმინისტრირების პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
შეხვედრას მობილობაზე და რეესტრის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირები ესწრებოდნენ.