FAQ

„აისში“ მეცხოველეობის სადემონსტრაციო გაკვეთილი ჩატარდა

5 ივლისი 2017


გაეროს განვითარების პროგრამასა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული საგრანტო პროექტის მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, პროფესიულ სასწავლებლებში სკოლის მოსწავლეებისათვის საორცინტაციო და მოსამზადებელი კურსები ინერგება. კურსის ფარგლებში სკოლის მოსწავლეები პროფესიულ სასწავლებლებში ეცნობიან სხვადასხვა პროფესიას, პრაქტიკულად ერთვებიან აქტივობებში და ივითარებენ პროფესიისთვის საჭირო ელემენტარულ უნარებს.

სკოლის მოსწავლეებისათვის საორცინტაციო და მოსამზადებელი კურსები ტარდება კაჭრეთში, პროფესიულ კოლეჯ „აისშიც“. კურსის მსვლელობაზე დასაკვირვებლად კოლეჯს გაეროს განვითარების პროგრამისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები, ასევე პილოტირებაში ჩართული ყველა პროფესიული საგანმანთლებლო დაწესებულების წარმომადგენლები ესტუმრნენ.

სტუმრები „აისში“ მიმდინარე მეცხოველეობის სადემონსტრაციო გაკვეთილს დაესწრნენ და მასწავლებელსა და მოსწავლეებს კურსის შესახებ გაესაუბრნენ.

დაკვირვების შემდეგ ჩატარებული გაკვეთილის გარშემო დისკუსია გაიმართა, რომელშიც მასწავლებლებმა კურსის მიღწევები და გამოწვევები მიმოიხილეს.

„აისში“ მეცხოველეობის სადემონსტრაციო გაკვეთილი ჩატარდა