FAQ

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის/პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტებისათვის ტრენინგები მიმდინარეობს

27 ივნისი 2017


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ატარებს ტრენინგების ციკლს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის/პროგრამების აკრედიტაციის ახლად დაკომპლექტებული ექსპერტთა კორპუსისათვის.

ტრენინგი ექსპერტთა კორპუსის წევრების პროფესიული განვითარების მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენს და მისი მიზანია ექსპერტებს გააცნოს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციასთან, პროგრამის დამატებასთან, მონიტორინგის პროცესის სრულფასოვან წარმართვასთან, ასევე მოდულური პროგრამების
დანერგვასთან დაკავშირებული პროცედურული სიახლეები.

ტრენინგები გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში მიმდინარეობს და 30 ივნისამდე გასტანს.

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის/პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტებისათვის ტრენინგები მიმდინარეობს